
გუშინ, [28 თებერვალს] გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ირანის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მათი პასუხი მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის ბაზებისა და აქტივების წინააღმდეგ. ეს ტყუილია. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ "ირანის რეჟიმი აქტიურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და თავს დაესხა ათზე მეტ ადგილს".
"მათ შორისა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი; ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი; ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი; ერბილის საერთაშორისო აეროპორტი, ერაყი; სასტუმრო „ფეირმონტ პალმ", დუბაი; სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი", დუბაი; სასტუმრო „კრაუნ პლაზა", ბაჰრეინი; დუბაის პორტი; ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; საცხოვრებელი ტერიტორიები ბეით შემეშიში, ისრაელი; საცხოვრებელი ტერიტორიები თელ-ავივში, ისრაელი; „ერა ვიუს თაუერსის" საცხოვრებელი ტერიტორია, ბაჰრეინი; საცხოვრებელი ტერიტორიები კატარში", - აღნიშნულია განცხადებაში.