
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები ისევ გაუქმდა - რა მიმართულებებით არ შესრულდება რეისებითბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები ისევ გაუქმდა - რა მიმართულებებით არ შესრულდება რეისები
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, გაუქმებულია ჯამში, 8 რეისი.
კერძოდ, თბილისიდან დღეს, 2 მარტს, აღარ შესრულდება დუბაის 1 და თელ-ავივის 4 რეისი. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, გაუქმდა 3 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.
„ამ შემთხვევაში თადარიგი წინასწარ იყო დაჭერილი და გასული დღეებისგან განსხვავებით, აღარ იყო დაგეგმილი იმდენი რეისი“, - აცხადებენ აეროპორტების ადმინისტრაციაში.
ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, არ შესრულდება თბილისიდან თეირანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენაც.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.