რეზონანსი
02.03.2026

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ნავთობზე ფასები 7%-ით გაიზარდა და 14-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც Reuters-ი წერს, ირანის დაბომბვამ და მეზობელ ქვეყნებზე თეირანის საპასუხო იერიშებმა ტანკერები დააზიანა, ხოლო ნავთობის მწარმოებელი რეგიონიდან მიწოდება შეაფერხა.

თბილისის დროით დილის 9:59 საათისთვის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 7.07%-ით გაიზარდა და ბარელზე 78.06 დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ჩრდილო-ამერიკული WTI-ის ნავთობის ფასი 6.74%-ით გაიზარდა და ბარელზე 71.54 დოლარი შეადგინა, რაც, ასევე, 2025 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომპანია Citi-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე Brent-ის ნავთობზე ფასი ამ კვირაში ბარელზე 80-90 დოლარის დიაპაზონში იქნება.

„ჩვენი საბაზისო სცენარი ირანში ხელმძღვანელობის ან რეჟიმის მთლიან ცვლილებას გულისხმობს, რაც ომის ერთ-ორი კვირაში დასასრულებლად საკმარისია. ამავე ვადაში შესაძლებელია, ვაშინგტონმა დეესკალაცია გადაწყვიტოს და ხელმძღვანელობის შეცვლას, ასევე, ირანის სარაკეტო-ბირთვული პროგრამების შეჩერებას დააკვირდეს,“ - აცხადებენ ანალიტიკოსები.

საზღვაო ინდუსტრიის წყაროებისა და ოფიციალური პირების ცნობით, 1-ელ მარტს სპარსეთის ყურის სანაპიროსთან რაკეტები, სულ მცირე, სამ ტანკერს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა. ამასთან, თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეჩერება გამოაცხადა, ხოლო აზიის ქვეყნები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ცდილობენ, თავიანთი ნავთობის მარაგი დაჩქარებულად შეაფასონ.

ასევე, 1-ელ მარტს OPEC+-ის რვა ქვეყანა შეთანხმდა, რომ აპრილში ნავთობის წარმოების სამიზნე მაჩვენებლები დღეში 206 000 ბარელით გაზარდონ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში 28 თე­ბერ­ვლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტატებ­მა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, ირან­მა კი სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა ის­რა­ელ­ზე და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე კა­ტარ­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ბაჰ­რე­ინ­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­სა და ქუვე­ით­ში.

28 თე­ბერ­ვალს ირან­ზე ის­რა­ე­ლის და აშშ-ის დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ისლამუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ხა­მე­ნეი და არა­ერ­თი მაღალჩი­ნო­სა­ნი, მათ შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×