
"სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - "ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში", - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
წილოსანის განცხადებით, "ომი გინდათ?" კითხვა ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისია რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით.
"სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - "ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში ამიტომ, კითხვა რადიკალებს - "ომი გინდათ?" - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს", - წერს ნინო წილოსანი.