
"ეს უნდა იყოს ძალინ დიდი ერთობა, რომელიც დაისახავს მიზნაც ცვლილებას და როგორც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ, მთელს მსოფლიოში, ცვლილებების დრო მოდის"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაეღტიანების შესახებ გავრცლებულ ცნობებს უპასუხა.
მისი თქმით, გაერთინება არ ნიშნავს ერთპარტიულობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგულია ქარტიის, რომელსაც ოპოზიციამ მისი მეთაურობით ხელი მოაწერა.
მე ვრჩები ერთგული იმ წამოწყების, რომელიც გარდაიქმნა ქარტიად და რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭორდება ამ ტიპის ერთობა, ყველა ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთიანობა. ცხადია, არავინ გადაიქცევა ერთ პარტიად და არავის არ სჭირდება ერთპარტიული რაიმე სახის გაერთიანება, მაგრამ ამ ქვეყანას სჭირდება საზოგადოება შეიკრას - დღეს უკვე ერთ მხარეს არის საზოგადოება, მეორე მხარეს არის ის ძალაუფლება რომელიც დღეს იფრო და უფრო ვიწროვდება. "- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.