
აიათოლა ალი ხამენეის ცოლი, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე დაბომბვის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
79 მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.
მანამდე, პირველ მარტს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რამდენიმე ნათესავიც დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი არიან უზენაესი ლიდერის ქალიშვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.
შეგახსენებთ, ირანის სახელმწიფო მედიამ პირველ მარტს დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.