რეზონანსი
02.03.2026

 CNN-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ, თუმცა „დიდი ტალღა" ჯერ კიდევ წინ არის.

„ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ", - განუცხადა ტრამპმა CNN-ს. „ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან მძლავრია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალები გვყავს და მათ ვიყენებთ".

კითხვაზე, აკეთებს თუ არა აშშ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ სამხედრო იერიშია, რათა დაეხმაროს ირანელ ხალხს ქვეყანაზე კონტროლის რეჟიმისგან დაბრუნებაში, ტრამპმა უპასუხა: „დიახ".

პრეზიდენტის თქმით, ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება.

„ჩვენ ჯერ სერიოზული დარტყმების მიყენება არც კი დაგვიწყია. დიდი ტალღა ჯერ კიდევ არ დამდგარა. მთავარი დარტყმა მალე იქნება", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×