რეზონანსი
02.03.2026

 ჩემი მოვალეობაა, განვსაჯო, რა არის ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

კირ სტარმერის თქმით, მას ესმის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების გამო, არ ჩართულიყო პროცესში საწყის ეტაპზე, მაგრამ როგორც პრემიერი აღნიშნავს, მისი მოვალეობა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა და გამიზნულად არ ჩაერთნენ ოპერაციაში თავიდანვე. პრემიერის თქმით, ირანისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკების გზით ვითარების დარეგულირება და ბირთვული იარაღის განვითარების მისწრაფებებზე უარის თქმაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×