რეზონანსი
02.03.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ „უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს განრიგს", თუმცა მას არ გაუცია კონკრეტული პასუხი იმის შესახებ, თუ როდის ელოდება სამხედრო ოპერაციის დასრულებას.

„რა დროც არ უნდა დასჭირდეს, მისაღებია. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას. „თავიდანვე ოთხიდან ხუთ კვირამდე ვვარაუდობდით, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაცილებით დიდხანს გავაგრძელოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ".

ტრამპმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ირანთან კონფლიქტის ოთხი ან ხუთი კვირის შემდეგ მოწყინდებოდა.

„ამბობდნენ: ოჰ, პრეზიდენტს ამის გაკეთება ძალიან სწრაფად სურს, ამის შემდეგ კი მას მოწყინდებაო. მე არ მომწყინდება. ამაში მოსაწყენი არაფერია", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×