რეზონანსი
03.03.2026

„გორმედში“ 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცი არასწორი სამედიცინო მართვის შედეგად დაიღუპა. კერძოდ, მათი განმარტებით, ვერ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი – გულის პრობლემა იყო თუ კუჭის.

"ქართლის ამბების" ინფორმაციიტ, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად გადაიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა, ოჯახის განცხადებით, კლინიკაში პაციენტი არ მიიღეს და მიზეზად ადგილების არქონა დაასახელეს. ამის შემდეგ სასწრაფომ იგი „გორმედიში“ გადაიყვანა.

ახლობლების თქმით, პაციენტი გონზე იყო და დახმარებას ითხოვდა.

,,თავდაპირველად ექიმები სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ. საუბარი იყო როგორც კუჭის პრობლემაზე, ასევე შესაძლო მოწამვლაზე” – აღნიშნავენ ახლობლები.

ოჯახს უთხრეს, რომ ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდებოდა, თუმცა დილით შეატყობინეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ოპერაცია დროულად არ ჩატარებულა და მოითხოვენ მომხდარის სრულ და ობიექტურ გამოძიებას.

გარდაცვლილის ახლობლები შესაბამის უწყებებს მიმართავენ, შეისწავლონ შემთხვევა და დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამედიცინო შეცდომას.

,,გორმედი” ეკუთვნის ,,საქართველოს კლინიკების” ქსელს. ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

"ქართლის ამბები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×