რეზონანსი
03.03.2026

"ლიბერთი ბანკი" სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.

ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×