რეზონანსი
03.03.2026

ირანი დაღუპულთა რიცხვს ასახელებს - ქვეყნის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×