რეზონანსი
03.03.2026

ისრაელი წლების განმავლობაში, აიათოლა ალი ხამენეის გადაადგილებას ქუჩის სათვალთვალო კამერებით აკვირდებოდა - ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, როგორ მოკლეს ირანელი დიქტატორი.

წყარო "ფაინეშელ თაიმსს" უყვება, რომ წლების განმავლობაში ისრაელის დაზვერვას ჰქონდა წვდომა თეირანის ქუჩებში დამონტაჟებულ საგზაო სათვალთავლო კამერებზე, ვიდეოჩანაწერები კი თელავივში გადაიცემოდა დაშიფული სერვერის საშუალებით.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი კამერა მიტრიალებული იყო  აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციის ავტოსადგომისკენ.

როგორც "ფაინეშელ თაიმსი" წერს, ისრაელის სპეცსამსახურებმა შეადგინეს პირადი მცველების მთელი დოსიე, დაადგინეს მათი სამუშაო გრაფიკი და გადაადგილების მარშრუტი.

"იმ დღეს როდესაც დაბომბეს ირანელი ლიდერის რეზიდენცია, ისრაელის სპეცსამსახურებმა გათიშეს, რამდენიმე მობილური კავშირის ანძა, ამ დროს სატელეფონო ზარების განხორციელება შეუძლებელი იყო. ქსელი გადაიტვირთა. ამის გამო ხამენეის დაცვამ ვერ მიიღო დროული შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ" - წერს გამოცემა "ფაინეშელ თაიმსი". 

„ჩვენ ვიცით თეირანი ისე კარგად როგროც იერუსალიმი. როდესაც შენ ისე კარგად იცის ის ადგილები როელიც სამიზნეში გაქვს, როგორც მშობლიური ქუჩა, სადაც გაიზარდე ამჩნევ ყველა დეტალს" - უთხრა ისრაელის დაზვერის ერთ ერთმა თანამშრომელმა ბრტიანელ ჟურნალისტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×