
ჯანგველაძის მიმართ იყო შეთავაზება ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ყოფილიყო ჩართული. ამაზე ლევანმა უარი თქვა - ამის შესახებ საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, კოკა მორგოშიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ალტ ინფოს“ ლიდერი, რომელიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე აძლევს ჩვენებას, ჯანგველაძე-ფარცხალაძის დაძაბულ ურთიერთობაზე ჰყვება და აცხადებს, რომ მოკლული ბიზნესმენი ყოფილი გენერალური პროკურორისგან საფრხთეს გრძნობდა: „მითხრა, რომ მანქანის ბრონირებასაც აპირებდა“.
რაც შეეხება „კრიმინალური ავტორიტეტის“, დედ-ჰასანის შვილიშვილის შესაძლო კავშირს ჯანგველაძის მკვლელობასთან, მორგოშიამ განაცხადა, რომ ოთარისგან ბევრჯერ ჰქონდა გაგებული, რომ იარაღიანი დაცვის აყვანაში სწორედ დედ ჰასანის შვილიშვილი დაეხმარა: „თან, ნათელ-მირონია უსოიანი, რომელიღაც მიქაძის“.
„ამ დროს უკვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან. ამბობდა, რომ შფოთვები აქვს ოთარს ჩემს მიმართო. ყველამ იცოდა, რომ თბილისის ქუჩა ჰქონდა ჩაბარებული ფარცხალაძეს, საბაჟოც მაგისი იყო, პროკურატურაც, პოლიციაც. ლევანი კრიმინალური ავტორიტეტი არ ყოფილა, მაგრამ დაახლოებული იყო ადამიანებთან, ვინმეს რამე პრობლემა რომ ეთქვა, შეეძლო მოეკითხა. არ ჰქონდა არც ფინანსების პრობლემა - ეს იცოდა ოთარ ფარცხალაძემაც.
ოთარისგან ბევრჯერ მაქვს გაგებული, რომ იარაღიანი დაცვის აყვანაში დედ ჰასანის შვილიშვილი დაეხმარა, თან ნათელ-მირონია უსოიანი, რომელიღაც მიქაძის.
ჩვეულებრივი სპექტაკლია, თითქოს ლევანს საბერძნეთში ავტორიტეტებთან ჰქონდა დაპირისპირება. ოჯახსაც კი მიუსამძიმრეს ლევანის მვლელობის შემდეგ საბერძნეთიდან. „მოკითხვა საბერძნეთიდან“ ეს გაიგეო, პოლიციელები ეკითხებოდნენ კახა ძანძავას, შეთხზვას ცდილობდნენ.
ოთარ ფარცხალაძე იყო მოსული ლევან ჯანგველაძის პანაშვიდზე, თუმცა მე არ შევხვედრივარ.
ჯონათან ჯონი ჩემი „ფეისბუქი“ არ არის. მაქვს ჩემი გვერდი, რომელსაც მართავს ადმინისტრატორი. ეს იყო ელისო კილაძის ლეგენდა, ისეთივე, როგორიც თითქოს ლევანმა მე 10 მილიონი მომცა პოლიტიკისთვის.
დავით მიქაძესთან კაზინოს ფულის გამო დაპირისპირებაზე თავად ლევანმა მომიყვა. მითხრა, რომ აპირებდა მანქანის ბრონირებასაც“, - განაცხადა კოკა მორგოშიამ.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს, გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს, შსს-მ სამი პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.