რეზონანსი
04.03.2026

როდესაც კომპლექსურ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად აღიქვამ და როდესაც დიდი ტყუილები სინამდვილეს ჩრდილავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

მან ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან დიპლომატიას უღალატა.

„როდესაც კომპლექსურ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად აღიქვამ და როდესაც დიდი ტყუილები სინამდვილეს ჩრდილავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოულოდნელად მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვა. ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს”,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×