
2026 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (23.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (57.8 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4 პროცენტი).