რეზონანსი
04.03.2026

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, აქამდე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იურიდიული დახმარების სამსახური, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული სამსახური ხდება. იურიდიული დახმარების სამსახურზე “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება გავრცელდება. სამსახურის დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

გარდა ამისა, უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო. საბჭო 9 წევრისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო იყო, რომლის ფუნქციას სამსახურის მართვის, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, 2026 წლის 1-ელი მაისიდან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება. ის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1-ელ მაისამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა უზრუნველყოს. იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებსაც უფლებამოსილება 2026 წლის 1 მაისიდან შეუწყდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×