რეზონანსი
04.03.2026

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივას განიხილავს.

ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა, თუმცა, არსებული ოპოზიციური სპექტრით ხელისუფლების ცვლილების გზას ვერ ხედავს.

„ქართული პოლიტიკის პარადოქსი:

მე რასაც ვუყურებ, თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, არსებული ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით

სამაგიეროდ, თავად ხელისუფლებაა ისეთი და იმისთანებს შვრება, რომ საკუთარი თავის დამმარცხებელიცაა და შემცვლელიც გინდ არჩევნების, გინდ რევოლუციის თუ დამხობის გზით.

ასე, რომ საბოლოო ჯამში მთავარია ვისი აჯობებს.

P. S. ჩემი პოზიცია თუ ვინმეს აინტერესებს, მე ყოველთვის ცვლილებების მომხრე ვარ, ამიტომ ამ შეჯიბრში ხელისუფლების მოგებას (ანუ საბოლოო ჯამში წაგებას) ვგულშემატკივრობ.“ - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×