რეზონანსი
04.03.2026

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ევროპის პასუხი უნდა ყოფილიყო ახლანდელი პასუხი: არა – საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, ილუზიებს, რომ შეგვიძლია, მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გადავჭრათ.

„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც, არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა. მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა – საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, არა – ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გადავჭრათ, არა – წარსულის შეცდომებს, არა – ომს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×