რეზონანსი
04.03.2026

ძალიან კარგად ვიცით, როგორი აღქმები აქვთ ჩვენს ოპონენტებს საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირთან ურთიერთობების გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით, როგორ უწოდებდნენ საკუთარ ქვეყანას „მაჩანჩალას“, მაშინ როდესაც საქართველო ცალსახად, ყველა ქვეყანაზე წინ იდგა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ოპოზიციის აღქმების შეფასება მარტივია, რადგან ისინი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან და მათი მიზანია, ქვეყანა წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ნეგატიურ, არასწორ და დამახინჯებულ კონტექსტში.

„არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. მაშინ, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, იცით, რომ სწორედ ჩვენი ოპონენტები იყენებენ ამ საკითხს სათამაშო ინსტრუმენტად და ცდილობენ ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ის რეალობაა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ყველა საგარეო პოლიტიკური და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×