რეზონანსი
04.03.2026

საქართველოს უზენაესი სასამართლომა არ მიიღო განსახილველად „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას.

„ნეტგაზეთის“ თანახმად, პარალელურად, საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო ინსტანციაში ითხოვდა განაჩენის გამკაცრებას და ბრალის დამძიმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ღამით ბათუმში დააკავეს მას შემდე, რაც მან სტიკერი, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გააკრა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთში, უკვე 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ დააკავეს სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×