რეზონანსი
04.03.2026

ცხოველების უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი პოლიციამ დააპატიმრა. საქმე ეხება "შაბათის ფორმულას" მიერ კაჭკაჭიშვილზე გაკეთებული სიუჟეტს, რომელის შემდეგაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, ფინანსურმა პოლიციამ მიხეილ კაჭკაჭიშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველ მიხეილ კაჭკაჭიშვილზე შაბათის ფორმულამ სიუჟეტი 2024 წელს მოამზადა. სიუჟეტში საუბარი იყო, თუ როგორ ემუქრებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას მიხეილ კაჭკაჭიშვილი მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს ნანა შამათავას და მის შვილს.

"ფორმულას" ცნობით, მიხეილ კაჭკაჭიშვილის აგრესია სასამართლო დავას მოჰყვა, სადაც ნანა შამათავა მას თაღლითობაში სდებდა ბრალს.

წყარო: "ფორმულა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×