რეზონანსი
05.03.2026

ირანულმა დრონებმა, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ APA-ს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დრონი აეროპორტის ტერმინალს მოხვდა, რამდენიმე კი სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა. კიდევ ერთი დრონი ქალაქ ნახიჩევანში, სკოლის სიახლოვეს დაეცა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან აზერბაიჯანი კეთილმეზობლური პოლიტიკის ერთგული რჩებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული მეზობელი და მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ.

ამასთან, მათი განცხადებით, ილჰამ ალიევი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ მსოფლიო ლიდერთაგანი, ვინც ირანის უმაღლესი ლიდერის, ხამენეის მკვლელობის გამო სამძიმარი გამოხატა. პრეზიდენტი პირადად ეწვია ირანის საელჩოს აზერბაიჯანში სამძიმრის სათქმელად.

აზერბაიჯანმა უზრუნველყო სასაზღვრო გამშვები პუნქტების მუშაობა, რათა ირანიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ისევე, როგორც თავად ირანელებს, სამშობლოში დაბრუნება შესძლებოდათ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ირანმა თავის სამიზნეებს შორის აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა შეიყვანა და დრონებით დაარტყა ქალაქ ნახიჩევანსა და მის აეროპორტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×