რეზონანსი
05.03.2026

დე მსგავსი განცხადება მოგისმენიათ მისგან, რომ თურმე საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ?! უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას. ასევე, რთულად მისახვედრი არ არის, რომ დიდი ალბათობაა, ამ განცხადებას გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან დადებითად განწყობილები, სათავისოდ აიტაცებენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენება დაგვაბრალეს საქართველოში. ხვდებით, რაოდენ დიდი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აბსურდული დეზინფორმაციების გავრცელება. როდესაც ამ ფონზე კიდევ ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, რომ ეს არის პროვოკაციული და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი“, - აღნიშნა კახიანმა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელს გათავისებული ექნება, რომ მის განცხადებას ქვეყნის არაკეთილისმსურველები სათავისოდ გამოიყენებენ და ემსახურება იმას, რომ დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. აქედან გამომდინარე, კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები სავარაუდოდ ამ ბრალდებებით დაინტერესდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×