რეზონანსი
05.03.2026

გამოცემა BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცით, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, სამშობლოში დასაბრუნებლად საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადონ. 

მაგალითად, გამოცემის ცნობით, გერმანელ ტურისტებს, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დანიშნული ჩარტერული თვითმფრინავებით ევაკუირდებიან, ერთ ადამიანზე 500 ევროს გადახდა უწევთ.

ასევე, BILD-ის ინფორმაციით, სხვა ევროპული ქვეყნების მიმოხილვა აჩვენებს, რომ გერმანელი ტურისტები არ არიან ერთადერთნი, ვინც ფრენის საფასურის იხდიან. მაგალითად, ფინეთი ორგანიზებას უწევს ფრენას ომანის დედაქალაქ მასკატიდან ჰელსინკის მიმართულებით. ფინელებმა, რომლებსაც სურთ სპარსეთის ყურის რეგიონის დატოვება, ბილეთების საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ. ჩარტერული ფრენის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით 2300 ევროა. ფინეთის საკონსულო მომსახურების გენერალურმა დირექტორმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „სამინისტრო აცნობიერებს, რომ ბილეთები ძვირია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×