
დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობდა სწორედ იმ ღირებულებებზე, რომლებიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომელთა დაცვის გამოც საქართველო საერთაშორისო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში „ხალხის ძალიდან" საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, სამიტზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობას, „იმას, რომ ეს არის ის იარაღი, რომელიც აუცილებელია ერების თავისუფლების შესანარჩუნებლად".
"დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობდა სწორედ იმ ღირებულებებზე, რომლებიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომელთა დაცვის გამოც საქართველო საერთაშორისო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სამიტზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობას, იმას, რომ ეს არის ის იარაღი, რომელიც აუცილებელია ერების თავისუფლების შესანარჩუნებლად.
სწორედ ამას ებრძვიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც სინამდვილეში ფაშისტური იდეოლოგიით გამოირჩევიან. სამიტზე ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომელიც ასევე უსაფრთხოების ნაწილად განიხილება სხვადასხვა ქვეყნისათვის. ეს, რა თქმა უნდა, რეალურადაც ასე არის, ენერგეტიკული უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე, საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს, რომ თვითონ, თავიანთი ხალხის მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები ისე, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავიანთი ეროვნული ინტერესები.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სამიტზე ის, რომ მონაწილეობდნენ კონგრესის წარმომადგენლები, ასევე სენატის წარმომადგენლები და იყო წარმომადგენლობითი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების მხრიდან. მონაწილეობდნენ როგორც პარლამენტის, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციული და გავლენების მქონე ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ვიზიტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოირჩევა იმით, რომ ყველა შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. იყო შეხვედრები როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის, სენატის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აშკარად იგრძნობა ინტერესი, რაც გამოიხატება მათ კითხვებში. მათ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდში საქართველოს შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია და მე ამას ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კითხვებს გვისვამენ, რადგან აინტერესებთ რეალური ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში. რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც, პირველ რიგში, ეფუძნება ღირებულებით ურთიერთობას და პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, რაც უნდა აისახოს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.