რეზონანსი
06.03.2026

საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. "მეგობარი აქტის" მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სენატორი, რომელიც წარსულში საქართველოს მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩეოდა, საკუთარი პოზიციის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ჩამოყალიბებულ უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს უკავშირებს.

„საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. "მეგობარი აქტის" მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს. 

ჯერ კიდევ 2025-ის სექტემბერში, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ეწინააღმდეგებოდა ე.წ. "მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც "ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა.

აგვისტოს მიწურულს, მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ ხსენებული სამარცხვინო აქტი "თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოეღოთ. აქტივობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. 

მანამდე, მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა. წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილისა და სენატორ მალინის შეხვედრისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×