
გახარიას გუნდის პასუხი სალომე ზურაბიშვილს - გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ თუკი ვინმე აკეთებს "ოცნების" საქმეს, ეს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არიან. ამით შარაშიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, გუშინ "ფეისბუქ-ლაივში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა თქვა: "პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები".
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ "სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან "ოცნებასთან" და ამ ფონზე არ ესმით, როგორ შეიძლება მათთან ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს.
"ოცნების" საქმეს ვინც აკეთებს, ეს გამოჩნდა 4 ოქტომბერს, როდესაც ამ პარტიებმა დაიწყეს სრულიად უპასუხისმგებლო კამპანია - ბოიკოტისკენ მოწოდების და სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მისულიყვნენ რუსთაველზე იმ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობის მისაღებად და ამან რა შედეგებამდე მიგვიყვანა, მემგონი ამას სალომე ზურაბიშვილი თავად ხედავს კარგად.
დიდი ბოდიში მაგრამ, 64-ვე მუნიციპალიტეტში, 64-ვე მერის და საკრებულოს ჩუქება "ოცნებისთვის" ეს პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იყო და ჩვენი პარლამენტში შესვლა და პირდაპირ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა ოცნების წინააღმდეგ - ამ ქმედებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები აქვს ქალბატონ სალომეს?", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.