
ცხენს ვერაფერი დააკლოო და უნაგირს მიადგაო, ქართული გამოთქმაა. რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ეს არის რეალური სახე, თუ როგორ ასრულებს ეს ზელენსკი „გლობალური ომის პარტიის“ დავალებებს.
„ზელენსკი თურმე ამ დროს იცლის იმისთვის, რომ ერთი რომ ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში - უნგრელი ხალხის ნაცვლად თურმე ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში. ცხენს ვერაფერი დააკლოო და უნაგირს მიადგაო, ქართული გამოთქმაა. რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება. ეს არის რეალური სახე, თუ როგორ ასრულებს ეს ადამიანი [ზელენსკი] „გლობალური ომის პარტიის“ დავალებებს. უკრაინა და მოლდოვა საქართველოსთან მიმართებაში წინ რითაც იყვნენ, სამწუხაროდ ეს არის ომი, კორუფცია და ჩამოშლილი ეკონომიკა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი [ორბანი] არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.