
"ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს" - ვახტანგ კაპანაძის ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია თუ როგორ ცდილობენ მათი ოპონენტები ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და საქართველო დარტყმის სამიზნედ აქციონ.
გენერალ-მაიორმა და "ნაცინალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს.
მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველის განცხადებები მმართველი გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ გენერლის განცხადება საბოტაჟს გავს და მძიმე მოსასმენია.
"ეს არის საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია. ძალიან მძიმეა ყოფილი გენერლისგან ამის მოსმენა, ეს ადამიანი პირდაპირ უნიშნავს იმ სუსტ წერტილებს, სადაც უნდა მიიტანონ იერიში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რა ჰქვია ამას თუ არა ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯები. ამათი სურვილია, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში და კონფლიქტში. ერთი სული აქვს, რომელიმე დრონი აქ ჩამოვარდეს და რომელიმე სკოლას დაეცეს თავზე, რომ უფრო აგრესიულად მოუწიოს საქართველოს ომში ჩართვა. ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ საქართველო ამოიღონ მიზანში", - აცხადებს ლევან მახაშვილი.