რეზონანსი
06.03.2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც კაპანაძე უშვებს შესაძლებლობას, რომ ირანისთვის საქართველო იყოს სამიზნე.

არჩილ გორდულაძის თქმით, ასეთი განცხადებები ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს საზოგადოება უსამშობლოებს მართებულად უწოდებს.

„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც საზოგადოება სამართლიანად უწოდებს უსამშობლოებს. რომელთა მთავარი მიზანი არის, ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა. მათ შორის ომის ქარცეცხლში ჩვენი ქვეყნის გადავარდნა, რათა შესრულდეს მათი პატრონების დავალება, რომ მხოლოდ სოციალური ფონის გაუარესების ფონზე შესაძლებელია ყურმოჭრილი მონების ხელისუფლებაში მოყვანა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე. გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ სტრატეგიულ ობიექტებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითებს, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×