
ხმაური უროლოგიის ცენტრში - ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენსტ შარდ-კენჭოვანი ოპერაცია ჩაუტარდა - საუბარია ლაზერით დაშლაზე.
ალაზოვები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მისულ გოგოს, ოპერაციის მეორე დღეს გართულებები დაეწყო, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ოჯახი პასუხებს ელოდება - რა მოხდა საოპერაციო ოთახში და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. დილიდან კლინიკაშიი პოლიციაა მობილიზებული.
„როგორ მოკლეს ბავში, მოვიდნენ და გვიპასუხონ. თავიდან გვითხრეს, არაფერი საშიში არ არის. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არის - შეეშინდათ, გაუშვეს იქით საავადმყოფოში. გავგიჟდი როგორი იყო, რომ ვნახე. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს? ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. ვიდეოებია გადაღებული, სადაც სიცილით, ხუმრობით, კაი ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი.
„სანამ ის ექიმი ციხეში არ ჩაჯდება, მანამდე არ გავჩერდები. აქ ვინც მუშაობს იმათთან პრობლემა არ მაქვს, მე პრობლემა მაქვს მხოლოდ იმ ერთ ექიმთან - მიპასუხონ, როგორ მოკლეს? იმ აღებული ფულით მის შვილებს როგორ უნდა აჭამოს?" - თქვა "ტვ პირველთან" 23 წლის გოგოს ოჯახის წევრმა.
კლინიკა მომხდარზე პასუხსიმგებლობას არ იხსნის - კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის ჯერ დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია გართულება, რომელმაც საბოლოდ 23 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა.
"23 წლის ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარრდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400 - იმ დრესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები.
ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
"ტვ პირველი"