რეზონანსი
06.03.2026

"ორივე უცხოური აგენტურაა" - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გახარია-ზურაბიშვილის დაპირისპირებას. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და გახარიას გუნდს შორის კონფლიქტი "ქართული ოცნების" "თავის ტკივილი" არ  არის.  

გახარია ზურაბიშვილს უწოდებს თუ ზურაბიშვილი გახარიას უწოდებს მოღალატეს, ორივე, ჯამში, ასეთია. ეს ხალხმა დაინახა თვითონ, რა გააკეთა ზურაბიშვილმა, რომ ჩაეწერა უცხოურ აგენტურაში და რა გააკეთა გახარია, ესეც ჩაეწერა უცხოურ აგენტურაში და ახლა, ერთმანეთს როდის დაასწრებენ და რომელი რომელს დაასწრებს, ეგ ჩვენი თავის ტკივილი არ არის, - მაბობს მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook-ლაივში გახარიას გუნდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც ხან მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში და ხან მას ბოიკოტს უცხადებენ, „მოღალატეები არიან“.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე, რომელმაც თქვა, რომ რეალურად „ოცნების“ ინტერესებს სწორედ ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები ემსახურებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×