რეზონანსი
06.03.2026

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს შევა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ევროკომისია განმარტავს, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოაგვარებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე გააგრძელოს.

„კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მკაცრად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×