
იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ტაილანდში, უსაფრთხოების რისკი არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არის მხოლოდ ის მიმართულებები, სადაც უსაფრთხოების მაღალი რისკია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა
მისივე თქმით, პროვოკაციულია სპეკულაციები, თითქოს სახელმწიფოს არ აინტერესებს თავისი მოქალაქეების ბედი, რომლებიც ჩარჩენილები არიან სხვადასხვა რეგიონში
„მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო დგამს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ. რაც შეეხება ტაილანდში ე.წ. ჩარჩენილ მოქალაქეებს, ამაში ვგულისხმობ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების ან გაუქმების გამო, ვინაიდან მათ დაგეგმილი ჰქონდათ უკან დაბრუნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებით. კარგად უნდა გვესმოდეს, სად იწყება და სად მთავრდება სახელმწიფოს ვალდებულება. ერთი მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები, კანონიერი ინტერესები საზღვარგარეთ, მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება. სხვათა შორის, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სპეციალური რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება. ალბათ მიადევნებდით თვალყურს, ჩვენზე ფინანსურად ბევრად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციებს აძლეევენ, იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან. ამიტომ, უსაფრთხოების ზონები სადაც მაღალია, სადაც არის გარკვეული დაძაბულობა, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთზე, სადაც შეიძლება, ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ გარკვეული საფრთხე, ბუნებრივია, სახელმწიფო მეტი პასუხისმგებლობით უდგება თავისი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას. ნიშნავს სპეციალურ რეისებს, რათა მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, აირჩიონ ალტერნატიული გზა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.
მეორე შემთხვევას რაც შეეხება, ტაილანდში იქნება ეს, მალდივებზე თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც იმყოფებიან დღეს საქართველოს მოქალაქეები, უკან დაბრუნებაზე შეფერხება შეექმნათ იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ავიარეისები დაგეგმილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებით. ეს სივრცეები ბევრი მიმართულებით არის დახურული. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, დაიცვას მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები.
საგარეოს მხრიდან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოქალაქეთა უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა, ადვოკატირება არის, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია მოახდინოს იმ ავიაკომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთაან, რომლებმაც უზრუნველყვეს, ხშირ შემთხვევაში, ჯგუფრად, საქართველოს მოქალაქეების ტურისტულად გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში. ან შეიძლება, ბევრია შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა, მაგალითად, ბიუჯეტური ავიახაზები გამოიყენეს და ამ ავიახაზებმა დიდწილად უარი თქვეს მათთვის ალტერნატიული რეისების შეთავაზებაზე, ან დაუბრუნეს თანხები, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა მათი ტრანსპორტირებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ცენტრალური აპარატი, პირადად მე და კიდევ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ისევე როგორც ჩვენი საელჩო ინდოეთში, მუდმივ ვართ კომუნიკაციაში ყველა მოქალაქესთან, რომელსაც სჭირდება, შუამავლობა გავუწიოთ ავიაკომპანიასთან თუ ტურისტულ სააგენტოსთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ტაილანდში, უსაფრთხოების რისკი არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არის მხოლოდ ის მიმართულებები, სადაც უსაფრთხოების მაღალი რისკია. იმ ქვეყნებში, სადაც საჰაერო სივრცე გახსნილია და უამრავი სხვა შესაძლებლობა არსებობს უკან დაბრუნების, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ავიაკომპანიებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებსაც ჩვენ ვემუშავებით, ადვოკატირებას ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. მაქსიმალურა ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად პროვოკაციული, მცდარია სპეკულაციები, თითქოს სახელმწიფოს არ აინტერესებს თავისი მოქალაქეების ბედი, რომლებიც ჩარჩენილი არიან სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნდნენ. საუბარი არ არის იმ ქვეყნებზე, სადაც უსაფრთოხების მაღალი რისკებია“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
როგორც თოთლაძემ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის პირველი პრიორიტეტი არის მოქალაქის უსაფრთხოება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე, ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხები, რომელიც შეიძლება ხმარდებოდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის მოქალაქის უსაფრთხოება. საკითხი როცა დგას უსაფრთხოებასთან მიმართებით, კითხვის ნიშნები არ ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოები არსებობს, ისინი, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან, მაშინ როდესაც, ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს არაერთ სპეციალურ ავიარეისს, რათა მოქალაქეები უსაფრთხოდ დააბრუნოს ქვეყანაში. მთავარი არის უსაფრთხოება. სადაც უსაფრთხოების რისკები არ არსებობს და ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა მიზნებით არიან გამგზავრებული, იქნება ეს ტურისტული თუ საქმიანი, ამ შემთხვევაში მათ დაბრუნების მარშრუტების მოძიებაში ვეხმარებით. მთავარი და გადამწყვეტი როლი აქვს ავიაკომპანიებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რომელთანაც მუდმივ კომუნიკაციაში, ვაწვდით ინფორმაციას და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, იქნებ იმ ტურისტულმა სააგენტოებმა მოახერხონ მოქალაქეების შედარებით ფინანსურად ხელსაყრელი ავიაკომპანიებით დაბრუნება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.