
ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ზარალი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია.
„ყველა მცდელობამ, რომ ეკონომიკური პრობლემები შექმნილიყო, ბიზნესმენების მხრიდან საბოტაჟი ყოფილიყო, რომ დარტყმები წასულიყო ვალუტის კურსზე, არ გაამართლა, არ მოხდა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველო მაინც უმაღლეს დონეზეა შეფასებული - ეს არ მოხდა, ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ისეთი ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება აღშფოთებული საზოგადოების ქუჩაში გამოსვლით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველი გუნდის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არის ხალხის დასჯის მორიგი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ მცდელობაში ჩართული არიან ევრობიუროკრატებიც, თუმცა სახელმწიფოთა დამოკიდებულება განსხვავებულია.