რეზონანსი
06.03.2026

გარე ძალები ფიქრობენ რაღაცნაირი ბერკეტები აამუშაონ, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ და ამის ერთადერთი საშუალება აქვთ - ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ფიქრობენ, რომ ამით მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიონ და შემდეგ ეს გადათარგმნონ არეულობასა და რევოლუციაში.

„რევოლუციას, არეულობას ვერ აღწევენ. ხედავენ იმასაც, რომ შესაძლოა მართლაც გადაიტვირთოს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ის შორის. ხედავენ იმასაც, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ არის მყარი, ამიტომ ფიქრობენ, რომ რაღაცნაირი ბერკეტები აამუშაონ, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ. ამის ერთადერთი ბერკეტი, რაც გააჩნიათ გახლავთ უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება ჩვენი მოსახლეობისათვის. ამით ფიქრობენ, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიონ და შემდეგ ეს გადათარგმნონ არეულობასა და რევოლუციაში. ეს სწორედ ის მეხუთე კოლონაა, რომლებიც არა მარტო ბომბების წვიმას, არამედ ღიად ითხოვდნენ იმასაც, რომ დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ამ ფორმით სანქციების ქვეშ მოჰყვეს. ამაზე ღიად რაღა უნდა იყოს ნათქვამი, ამაზე ღია კოლაბორაცია გერმანიის ელჩსა თუ ევროკავშირის ელჩს და ამ მოთხოვნის ავტორებს შორის რაღა უნდა იყოს?!“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და რომ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არის ხალხის დასჯის მორიგი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ მცდელობაში ჩართული არიან ევრობიუროკრატებიც, თუმცა სახელმწიფოთა დამოკიდებულება განსხვავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×