რეზონანსი
06.03.2026

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში ელჩ ფიშერთან შეხვედრაზე.

მეგრელიშვილის შეფასებით, ლომჯარიას თავის მართლება კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ინფორმაციას, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერს სწორედ იმაზე ესაუბრა, რასაც იმედი ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ ლომჯარიას ამ თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერს სწორედ იმაზე ესაუბრა, რასაც იმედი ამბობდა - ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. საგულისხმოა ის, რომ ლომჯარია ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოცემულობად აყენებს, თუმცა ისრების გადმოტანას მთავრობისკენ ცდილობს. დაბნეული და დეზორიენტირებული ადამიანის პოზიციაა ეს, რაც აქ დაწერა“, - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×