რეზონანსი
06.03.2026

ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანს დიდი მომავალი ექნება.

„ამის შემდეგ და დიადი, მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი, ძალიან მამაცი მოკავშირე, პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ, რომ ირანი დავაბრუნოთ განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან, რათა ის ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე. ირანს დიდი მომავალი ექნება. გავხადოთ ირანი ისევ დიდებული (MIGA!)“, – წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×