რეზონანსი
07.03.2026

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ამსახველი ფაქტი.

მაჭავარიანის თქმით, დაელოდებიან, „რა ტყუილებს მოიგონებს გერმანიის ელჩი“, ვითარებიდან თავის დასაძვრენად.

„ძალიან ლოგიკურია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიზის შეჩერებას შეეხებოდა ეს შეხვედრა. ინფორმაცია ვრცელდება, რომ შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა ბატონი პაველ ჰერჩინსკიც. ზოგადად, ნინო ლომჯარია და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მდიდარი „ენჯეოები“, რა თქმა უნდა, მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს და უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს. ისინი არიან ბოლომდე გამარგინალებულები. თუ ყველაფერი რიგზეა, თუ შეხვედრა იყო ისეთი ხასიათის, რომელიც უნდა ყოფილიყო, მაშინ მაგ შემთხვევაში რა საჭირო იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარება. იქიდან გამომდინარე, რომ კი, ბატონო, ძალიან ლოგიკურია, რასაც „იმედი“ ავრცელებს და კი, ბატონო, უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი მიეჩქმალათ. იქედან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები. დაველოდოთ, გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, იქედან გამომდინარე, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამარცხვინო სიტუაციიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით გაყვანის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად, გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა. შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×