რეზონანსი
07.03.2026

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, ირანის რეჟიმის დამხობას ფართომასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ანგარიში აღნიშნულია, რომ ირანის ოპოზიცია, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს ხელისუფლების ხელში აღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოკლევადიანი ან ხანგრძლივი იქნება.

მედიის ცნობით, დოკუმენტი მომზადდა დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ვიდრე 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დოკუმენტში განხილულია ორი სცენარი: შეზღუდული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მხოლოდ ირანის ლიდერებს მიზნად ისახავს, და უფრო ფართო შეტევა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებსაც მოიცავს. ორივე შემთხვევაში დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანის სამხედრო და სასულიერო ელიტა შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რეჟიმი საკუთარი თავის გადასარჩენად პროტოკოლის თანახმად იმოქმედებდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოპოზიცია კონტროლს მოიპოვებდა. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ექსპერტების შეფასებით, ირანის ხელისუფლების სტრუქტურები ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და საკმაოდ მყარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×