რეზონანსი
07.03.2026

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.

მან შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველას შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე. მათივე სურვილით, ისინიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×