რეზონანსი
07.03.2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.“

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არამეგობრულ ნაბიჯად ჩათვალა ისრაელის მხრიდან 2008 წლის ომის მერე რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის დაწყება, მაინც არასდროს გამოუთქვამს საყვედური ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ მათი გადასაწყვეტია, ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლებენ.

თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს“, - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×