რეზონანსი
08.03.2026

პროირანული გავლენების შესახებ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძეც ჩაერთო და ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. 

თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ში კი „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედია-საშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×