
შაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა, გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანი დაადანაშაულა, რამდენიმე მედია-საშუალებამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებები, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგი იყო, - იუწყება THe hill-ი. ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც მე ვნახე, იქიდან გამომდინარე, ეს ირანმა გააკეთა“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს, სანამ კითხვას თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს დაუსვამდნენ, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიძიებთ ამ საკითხს. ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს - ეს ირანია“, - თქვა ჰეგსეთმა.
ტრამპის თქმით, სკოლა ირანმა დაბომბა და დასძინა, რომ მათი რაკეტები ძალიან არაზუსტია.
„როგორც იცით, მათი საბრძოლო მასალა ძალიან არაზუსტია. მათ საერთოდ არ აქვთ სიზუსტე“, - განაცხადა ტრამპმა.
მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც შეერთებულ შტატებს და არც ირანს საკუთარ თავზე არ აუღია.