
მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა, რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, მედია-საშუალებების ნაწილმა აღნიშნული განმარტება სხვაგვარად წარმოაჩინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თარგამაძეს ეძებს და ვერ პოულობს. ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ინტერპრეტაციები უწყების დისკრედიტაციას ემსახურება. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება პროპაგანდის დროს, როდესაც ფაქტობრივი ინფორმაცია იცვლება ან კონტექსტიდან არის ამოღებული.
„მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა - რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა. რა ქნა ამ დროს აგენტურის „მედიამ“ და დაქირავებულმა სპიკერატმა? მოიგონეს, რომ თითქოს სუს-ი ეძებს თარგამაძეს, ვერ პოულობს მას და „დახმარებას ითხოვს“. შემდეგ ეს მოგონილი ტყუილი კარგად გააჯერეს მედიაში, თავიც გაიბრაზეს და საბოლოოდ ავანსცენაზე კრიმინალი თარგამაძეც გამოჩნდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხალხისთვის სულის ამომხდელმა გივიამ „ვაჟკაცობის“ მისთვის სასაცილო როლი მოირგო, პოლონეთში ვარ და გაქცევას არ ვაპირებო.
არადა საქმე ძალიან მარტივადაა - სუსმა მედიის კითხვას უპასუხა, დაკითხვაზეა დაბარებული მაგრამ ჯერ ინფორმაციის მიწოდება ვერ მოხერხდაო. აგენტურამ მესიჯი დაალაგა - სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია. ასე ცდილობენ ყველაფრის მოტყუებას, ასე ამახინჯებენ ყველა ფაქტს და მოვლენას. მათთვის ქალაქი ისპაჰანი ისპანახია, ხოლო აიათოლა - აი თოლია. როდესაც ეუბნები ერთს, აშუქებენ მეორეს. იგონებენ ამბებს, შემდეგ თავს იბრაზებენ და ალაგებენ ცრუ პროპაგანდას. მადლობა ღმერთს, რომ მათი ტყუილების გავრცელების დიაპაზონი ძალიან მცირეა და მათ ნიუსრუმებს მოკლე მანძილით სცდება“, - წერს ჩიხელიძე.