რეზონანსი
08.03.2026

ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მანამდე ქუვეითის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებულმა დრონების ნამსხვრევებმა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა.

„ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტს მატერიალური ზიანი მიადგა ჩაჭრის ოპერაციების დროს ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალები აგრძელებენ „მტრული საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლას“. ქუვეითის არმია მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების ინსტრუქციები დაიცვან. 

ამასთან, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დრონების პარტია მოიგერია და გაანადგურა, კატარის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ირანმა შაბათს, 10 ბალისტიკური რაკეტა და ორი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, მათი უმეტესობა მოიგერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×