რეზონანსი
08.03.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ერთ კვირაში 1 750 დრონი გაუშვა.

მისივე თქმით, რუსებმა, დრონების გარდა, 1 530 მართვადი საჰაერო ბომბი და 39 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინელებმა აღნიშნული საჰაერო სამიზნეების უმეტესობა გაანადგურეს.

„მაგრამ ჩვენ მეტი დაცვა გვჭირდება და ეს ყოველდღიურად საჭიროა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

„რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ყველაფერი, რაც რუსეთის ფედერაციას ამ ომის დაფინანსებასა და გაგრძელებაში ეხმარება, უნდა დაიბლოკოს. დღეს ევროპელ პარტნიორებთან ამ თითოეულ ელემენტზე მოლაპარაკებები გაიმართება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×