
არანაირი კავშირი ამ ადამიანებს საქართველოსთან, დედა სამშობლოსთან, საქართველოს ინტერესებთან არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებების ავტორებზე საუბრისას საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის დავალება და ამ დავალებას ასრულებენ.
„ის მაგიდა, სადაც 9 პერსონაჟი ზის, ისიც ამისთვის შეიქმნა, რომ პლაცდარმი იყოს აქ, რის საფუძველზე იქნება შეტევა საქართველოზე, ამიტომ იყენებენ ყველაფერს, რაც შეიძლება. აღარც ერთი დაფარული არ დარჩება. ყველა, ვინც უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, ამ დღეებში სულ ყველაფერი იქნება ნათელი, მათი მოქმედება იქნება ღია", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში", ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა" The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.