რეზონანსი
08.03.2026

მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აქვეყნებს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის ჩანაწერს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ზარქუა იჩივლებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმოწერის ნამდვილობას დაადასტურებს, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვინც გაავრცელა ან ხელი შეუწყო მის გავრცელებას.

„მორალის კითხვას თავი რომ დავანებოთ და ერთი წამით ზარქუას ამბის სამართლებრივ ასპექტებზე გადავიდეთ - ამასობაში ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი. მან რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება (157 პრიმა მუხლის || ნაწილი ), ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია, თავად გაავრცელა ან რაიმე ფორმით ხელი შეუწყო მის გავრცელებას", - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×